ეს მოდული აღწერს კომპანიებისა და მომხმარებელთა სეგმენტების ურთიერთობას და ფასეული შეთავაზების მიწოდების თავისებურებებს

https://s3-us-west-2.amazonaws.com/secure.notion-static.com/b66f0cbe-043e-40ce-b619-8b95265677c4/images.jpg

კომუნიკაციის, გავრცელებისა და გაყიდვის არხები მომხმარებლებთან კომპანიის ურთიერთობის სისტემას ქმნის. ეს არხები, რომლებიც აგრეთვე მყიდველისა და გამყიდველის შეხების წერტილებსაც წარმოადგენს, მნიშვნელოვანი ფუნქციების მატარებელია და განსაკუთრებულ როლს თამაშობს მომხმარებელთა ინფორმირებულობაში,

რომელ არხებს ანიჭებენ ჩვენი მომხმარებელთა სეგმენტები უპირატესობას? როგორ ვუკავშირდებით მათ? როგორ არის ჩვენი არხები ერთმანეთთან შეკავშირებული? რომელი არხები მუშაობს ყველაზე უკეთ? რომელი არხებია ყველაზე ეფექტიანი და ეკონომიკურად ხელსაყრელი? როგორ ვუსადაგებთ მათ მომხმარებელთა ჩვეულებებს?

არხები ხუთი განსაზღვრული ფაზისგან შედგება. თითოეულმა არხმა შეიძლება მოიცვას აღნიშნული ეტაპის მხოლოდ ნაწილი ან ყველა ერთად. ჩვენ შეგვიძლია, ერთმანეთისგან გავმიჯნოთ პირდაპირი და არაპირდაპირი არხები, ისევე, როგორც საკუთარი და პარტნიორთა არხები.

ბაზრისთვის ფასეული შეთავაზების მიწოდების მიზნით, აუცილებელია არხების სწორი კომბინაციის პოვნა, რომელიც მომხმარებელთა მოლოდინებს დააკმაყოფილებს. ორგანიზაცია ირჩევს, როგორ დაუკავშირდეს მომხმარებლებს – საკუთარი არხებით, პარტნიორთა არხებით თუ ორივეს კომბინაციით. საკუთარი არხები შეიძლება იყოს პირდაპირი, მაგალითად - გაყიდვების შიდა გუნდი ან ვებგვერდი, შეიძლება იყოს არაპირდაპირიც, მაგალითად - ორგანიზაციის კუთვნილი ან მის მართვაში მყოფი საცალო ვაჭრობის მაღაზიები. პარტნიორთა არხები არაპირდაპირი არხებია და აერთიანებს მრავალ საშუალებას, როგორებიცაა: საბითუმო და საცალო ვაჭრობა ან პარტნიორების კუთვნილი ვებგვერდები.

პარტნიორთა არხების გამოყენება ამცირებს მოგებას, სამაგიეროდ მათი საშუალებით ორგანიზაციას შეუძლია მომხმარებელთა წრის გაფართოება და პარტნიორის ძლიერი მხარეების გამოყენება. საკუთარი, განსაკუთრებით კი პირდაპირი არხების გამოყენება ზრდის მოგებას, თუმცა მათი შექმნა და შენახვა შეიძლება, ძვირი აღმოჩნდეს. წარმატების საიდუმლო სხვადასხვა ტიპის არხებს შორის სწორი თანაფარდობის მიგნებაა. არხები ისე უნდა გავაერთიანოთ, რომ ერთი მხრივ, ადამიანებს საუკეთესო სამომხმარებლო განცდა შევუქმნათ და, მეორე მხრივ, მაქსიმალურად გავზარდოთ შემოსავლები.

არხების ტიპები

არხების ეტაპები

ინფორმირებულობა

როგორ ვზრდით ინფორმირებულობას ჩვენი კომპანიის პროდუქტებისა და სერვისების შესახებ?

შეფასება

როგორ ვეხმარებით მომხმარებლებს ჩვენი ორგანიზაციის ფასეული შეთავაზების შეფასებაში?

შეძენა