რამდენად შორს შეუძლია წასვლა პიარს? პიარს შეუძლია, დაგაკავშიროთ ადამიანებთან, რომლებიც კითხულობენ პუბლიკაციებს, უსმენენ რადიოს, უყურებენ ტელევიზორს ან სარგებლობენ ინტერნეტით – მოკლედ, პიარს შეუძლია, დაგაკავშიროთ ყველასთან, ვინც ექვემდებარება მედიის ზემოქმედებას, განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებში ამ აუდიტორიას მიეკუთვნება თითქმის ყველა.

ამიტომ, პიარს აქვს ყველაზე ფართო წვდომა მარკეტინგის კომპლექსის ნებისმიერ ელემენტთან. თითქმის ყველგან, ყველა კითხულობს ჟურნალებს ან უყურებს ტელევიზორს, იმყოფება ონლაინსივრცეში, რომლის შესაძლებლობები შეუზღუდავია. აი, რატომ არის პიარი ეფექტიანი, ბიზნესისა და მომხმარებელთა აუდიტორიებისადმი ორიენტაციის თვალსაზრისით. საუკეთესო პუბლიკაციური მასალები მომხმარებლებამდე რადიოს, ტელევიზიის, გაზეთის, ონლაინ ან სამომხმარებლო ჟურნალების წყალობით აღწევს. თუ გსურთ, ამა თუ იმ კონკრეტულ პროფესიას ან ინდუსტრიას მიმართოთ, ეს იმ სავაჭრო პუბლიკაციების დახმარებით გააკეთეთ, რომელთაც ისინი კითხულობენ.

პიარი მარტივად - ერიკ იავერბაუმი, რობერტ ბლაი, ილისე ბენუნი