დაგეგმვა - ერთ-ერთი მენეჯმენტის ფუნქცია არის, რომელიც მოიცავს ორგანიზაციის მიზნებისა და ამოცანების დასახვას, მათი მიღწევისთვის სტრატეგიების ჩამოყალიბებას და გეგმების შემუშავებას ორგანიზაციის საქმიანობის კოორდინაციისთვის. დაგეგმვაში იგულისხმება მომავლისათვის ორგანიზაციის ფუნქციონირების მიზნების, შედეგებისა და ამ მიზნების შესასრულებლად საჭირო რესურსების განსაზღვრა. ხარისხიანად შესრულებული დაგეგმვა მენეჯმენტის სხვა ფუნქციების სრულყოფილი მუშაობის საწინდარია.

დაგეგმვა შეიძლება იყოს ფორმალური და არაფორმალური. უნდა აღინიშნოს, რომ არაფორმალური დაგეგმვით დაკავებულია ყველა მენეჯერი, თუმცა მათი მიზნები, ზოგ შემთხვევაში, არ ფიქსირდება დოკუმენტურად და პრაქტიკულად არ არსებობს არავითარი კავშირი სხვა თანამშრომლის მიზნებთან. ეს არის არაფორმალური დაგეგმვის სახე, რომელიც ძირითადად, გამოიყენება მცირე საწარმოებში, ისიც მოკლევადიანი მიზნების დროს. ფორმალური დაგეგმვის დროს კი ხდება კონკრეტული ამოცანების ჩამოყალიბება, გეგმების ჩამოყალიბება და მათი გაცნობა თანამშრომელთათვის.