მმართველობის ზედა რგოლი: აღმასრულებელი მენეჯმენტი, ორგანიზაციის ზოგად საქმიანობაზე პასუხისმგებელი.

იდეის ავტორები და თანამოაზრეები: პირი, ვინც მოვიდა პროექტისთვის გარკვეული იდეით და ყველა ის პირი, ვის ხელშიც გამოიარა იდეამ თქვენთან მოსვლამდე.

პროექტის მენეჯერი: პროექტის წარმატებით დასრულებაზე პასუხისმგებელი პირი.

უშუალო მომხმარებლები: პირები, ვინც პროექტის შედეგად შექმნილი საქონლით ან მომსახურებით ისარგებლებენ.

გუნდის წევრები: პროექტში ჩართული პირები, რომელთა საქმიანობასაც პროექტის მენეჯერი მართავს.

ჩვეულებრივ ჩართული ჯგუფები: ჯგუფები, რომლებიც ორგანიზაციის მიერ განხორციელებული პროექტების უმეტესობაში ჩვეულებრივ ჩართული არიან, მაგალითად, ადამიანური რესურსები, ფინანსები, კადრებისა და იურიდიული განყოფილებები.

კონკრეტული პროექტისთვის საჭირო ჯგუფები: იმ სპეციფიკური ცოდნით აღჭურვილი კონკრეტული პირები ან მათგან შემდგარი ჯგუფები, რომლებიც საჭიროა ერთი კონკრეტული პროექტის განსახორციელებლად.

კლიენტები ან მომხმარებლები: პირები ან მათგან შემდგარი ჯგუფები, ვინც ყიდულობენ ან იყენებენ ორგანიზაციის პროდუქტს ან/და მომსახურებას.

თანამოაზრეები: ჯგუფები ან ორგანიზაციები, ვისთან ერთადაც ახორციელებთ ერთობლივ ქმედებებს, რაც საბოლოოდ თქვენს პროექტს გამოადგება.

ვენდორები, მომწოდებლები და კონტრაქტორები: ორგანიზაციები, რომლებიც უზრუნველყოფენ პროექტს პერსონალით, მატერიალური რესურსებით, აღჭურვილობებითა და პროექტის განხორციელებისთვის საჭირო სხვა რესურსით.

მარეგულირებლები: სამთავრობო სააგენტოები, ვინც ქმნიან რეგულაციებსა და ინსტრუქციებს, რომლებიც ზემოქმედებენ პროექტის საქმიანობის სხვადასხვა კომპონენტზე.

პროფესიული გაერთიანებები: პროფესიონალთა გაერთიანებები, რომლებიც გავლენას ახდენენ პროექტის განხორციელებაზე ან დაინტერესებულნი არიან პროექტით.

საზოგადოება: ადგილობრივი, ეროვნული და საერთაშორისო საზო- გადოება, ვისზეც გავლენას ახდენს პროექტის განხორციელება ან დაინტერესებულნი არიან პროექტით.

პროექტის მართვა მარტივად - სტენლი ი. პორტნი