როგორ უნდა შექმნათ პროდუქტი­ბესტსელერი? გირჩევთ, არ დასჯერდეთ ისეთ პროდუქტებს, რომლებიც ზომიერად იყიდება. განაგრძეთ ისეთი რამის ძიება, რაც უფრო მიმზიდველია და მეტი პოტენციალი აქვს. შექმენით რამდენიმე ალტერნატიული ვარიანტი. როდესაც რაიმე გამორჩეულს მიაგნებთ (ამას მაშინ მიხვდებით, როდესაც საწყის ეტაპზევე გაგაოცებთ გაყიდული პროდუქტის რაოდენობა), თქვენი მარკეტინგული ძალისხმევა მაშინვე ამგვარი პროდუქტისკენ მიმართეთ. აქციეთ იგი კომერციული ზარებისა და რეკლამების ბირთვად და განათავსეთ საკუთარი ვებგვერდის თავფურცელზე. ესაუბრეთ მედიას მის შესახებ და სპეციალური ფორმატით შესთავაზეთ იმ მომხმარებლებს, რომლებმაც ის უკვე მოსინჯეს. ბესტსელერებს ის მარკეტოლოგები ქმნიან, რომლებსაც მისი სჯერათ. გჯეროდეთ თქვენც!

როდესაც ბესტსელერის პოტენციალის პროდუქტი გაქვთ, მარკეტინგული სტრატეგია უნდა ითვალისწინებდეს მოსალოდნელ სიძნელეებს და გათვლილი უნდა იყოს ხანგრძლივ პერიოდზე. შეადგინეთ მარკეტინგული გეგმა, რომელშიც ასახავთ ბიუჯეტის ძირითად ნაწილს, ბესტსელერის წინსვლისათვის საჭირო ძალისხმევას და იმ დარჩენილ მინიმალურ თანხას, რაც, თქვენი აზრით, წარმატებისთვის აუცილებელია. ბესტსელერი გაყიდის ყველა თქვენს პროდუქტს, ასე რომ, დანარჩენ პროდუქტზე ნუ იღელვებთ.

მარკეტინგი მარტივად - ალექსანდრ ჰაიმი