ოპერაციების, როგორც აქტივობების განხილვა სხვა კუთხითაც შეიძლება, რადგან საბოლოო პროდუქტის მისაღებად გარკვეული რესურსები უნდა გამოვიყენოთ და გარდავქმნათ. გარდაქმნის პროცესი არის საწყისი რესურსების (input) გარდაქმნა საბოლოო, უფრო დიდი ფასეულობის მქონე პროდუქტად (output).

წარმოიდგინეთ ავეჯის მწარმოებელი ქარხანა. ისეთი მარტივი პროდუქტის შესაქმნელადაც კი, როგორიც სკამია, აქტივობების ჩამოთვლაც კი რთული იქნება რომელსაც ხის სკამად გარდაქმნა საჭიროებს. გარდა აქტივობებისა (ხის შეძენა, ტრანსპორტირება, დაჭრა და მომზადება დეტალებად, აწყობა, შეღებვა და ა.შ. ) ამ პროცესებში მონაწილეობენ ადამიანები (მძღოლი, მუშა, დიზაინერი, მენეჯერი და ა.შ.), მანქანები და ტექნოლოგიები (ტრანსპორტი, დაზგები, კომპიუტერი და ა.შ.) და სხვა. გარდა ამისა, კარგად ოპერაციულად თუ დავაკვირდებით ამ ყველაფერს სჭირდება ფულადი სახსრები და რა თქმა უნდა - მენეჯმენტი. შესაბამისად ჩვენ ზემოთხსენებული უნდა გავიხილოთ როგორც საწყისი შემავალი რესურსები გარდაქმნის პროცესში, რომლის შედეგადაც ვღებულობთ პროდუქტს, ჩვენი მაგალითის შემთხვევაში კი სკამს.

გარდა ფიზიკური საქონელისა, სხვადასხვა სახის გარდაქმნის პროცესების შედეგად მიიღება სერვისიც. მაგალითად, საადვოკატო ბიურო, სადაც შედეგი არ არის ფიზიკური პროდუქტი, არამედ აბსტრაქტული პროდუქტი. ხსენებულ მაგალითს თუ ოპერაციულად გავაანალიზებთ დავინახავთ, რომ საწყისი რესურსები შეიძლება დაჯგუფდეს შემდეგ კატეგორიებად: ნედლეული, მანქანა-დანადგარები, ადამიანური რესურსი, მენეჯმენტი და კაპიტალი. საბოლოო შედეგი შეიძლება იყოს საქონელი (ფიზიკური პროდუქტი) ან მომსახურება/სერვისი (არამატერიალური პროდუქტი).