რამდენად ხშირად უნდა აქვეყნოთ საინფორმაციო ბიულეტენი? წელიწადში ოთხჯერ ან სამ თვეში ერთხელ, იდეალურია. დაამატეთ ცოტაოდენი სიუჟეტი და კაციშვილი ვერ მიხვდება, რომ ეს საინფორმაციო ბიულეტენია. იფიქრებენ, რომ მეილის ნაწილია, რომელიც დროდადრო ეგზავნებათ. წელიწადში ოთხჯერ გაგზავნა ნდობისა და ცნობადობის მოსაპოვებლად, საკმარისია. წლის განმავლობაში ექვსჯერ ან მეტჯერ მიწერა უსარგებლოა, რადგან რამდენიმე თვის განმავლობაში თქვენს მომხმარებლებთან (პოტენციურ მომხმარებლებთან) საკონტაქტოდ უპირატესობა შეიძლება მიანიჭოთ მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებს – ტელეფონს, პირდაპირ გზავნილებს, კატალოგებს, ციფრულ ინტერნეტკომუნიკაციას ან სოციალურ მედიას.

კომპანიების უმეტესობას არ აქვს საკმარისი ინფორმაცია წელიწადში ექვსი ან მეტი საინფორმაციო ბიულეტენის შესავსებად. თუ თქვენი განრიგი მეტისმეტად ინტენსიურია, საკუთარი თავი შეიძლება ბიულეტენის უსარგებლო ინფორმაციით ამოვსებაში დაიჭიროთ, მარტო იმისთვის, რომ რამე გქონდეთ მეილზე გასაგზავნად. ასეთ შემთხვევაში, თქვენი მკითხველები, მწირი და უხარისხო ინფორმაციის გამო, თქვენზე უარს იტყვიან, და თქვენი ბიულეტენიც, დახმარების ნაცვლად, დაგაზარალებთ.

რამხელა უნდა იყოს საინფორმაციო ბიულეტენი? ჩემი აზრით, 4-დან 8 გვერდამდე, საინფორმაციო ბიულეტენისთვის, იდეალურია. ამაზე მეტი წასაკითხად ძნელია, ორი გვერდი კი უსაფუძვლოდ გამოიყურება და ფლაერს ან სარეკლამო პროსპექტს უფრო წააგავს.

პიარი მარტივად - ერიკ იავერბაუმი, რობერტ ბლაი, ილისე ბენუნი