ასეთი რადიკალური ნგრევა, თუ მხოლოდ ერთხელ მიიღწია, შესაძლებელია, იღბალს მივაწეროთ. თამაშის წესების ნამდვილი შემცვლელები ისინი არიან, ვინც მუდმივად მუშაობენ და კონკურენტებისგან გამორჩევის გზებს ეძებენ. სტივ ჯობსი მხოლოდ მუსიკალური ინდუსტრიის შეცვლით არ დაკმაყოფილდა: 2007 წელს მან მობილური ტელეფონების ინდუსტრიისკენ მიმართა ყურადღება. მობილური ტელეფონები გარკვეული პერიოდის განმავლობაში სულ უფრო “ჭკვიანები” ხდებოდნენ, მაგრამ iPhone-ი დიდი ნახტომი იყო. ის მომხმარებელს კომპიუტერის მსგავს აპლიკაციებსა და კონკრეტულად, ინტერნეტთან მუდმივ წვდომას სთავაზობდა და მოწყობილობა მყისიერი ჰიტი გახდა. iPhone-ის სენსორული ეკრანის ტექნოლოგია ნამდვილი გარღვევა იყო. ჯობსმა iPhone-ს “რევოლუციური პროდუქტი” უწოდა და ამტკიცებდა, რომ “მოწყობილობა სხვა მობილური ტელეფონებისგან განსხვავებით ხუთი წლით წინ იყო”. მისი სიტყვები წინასწარმეტყველური აღმოჩნდა: რამდენიმე წლის შემდეგ აიფონი სხვა მობილური ტელეფონების აწყობისა და დიზაინის სტანდარტად იქცა.

2011 წელს, გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, სტივ ჯობსმა ეს ისევ, ამჯერად iPad-ით მოახერხა. 2010 წლის აპრილში გამოსულმა დაბნეულობისა და ცინიზმის გამომწვევმა მოწყობილობამ, iPad-მა, ინდუსტრია ხელახლა განსაზღვრა. მან ტექნოლოგიასთან წვდომა საყოველთაოდ მიღებული ბიზნესის, განათლებისა და პერსონალური კომპიუტერების საზღვრებს გარეთ იმ ფორმატით გამოიტანა, რომელიც თავიდან ბევრს არ ეგონა, რომ პოპულარული იქნებოდა. iPad-ი კომპიუტერების ახალ ერაში შემოიჭრა და დღესაც კომპიუტერების თუ ტაბლეტების მწარმოებელი კომპანიებისთვის ინდუსტრიის სტანდარტია.

დიდი წიგნი ბიზნესზე