როგორ მოვიქცეთ, თუკი თქვენს კონკურენტებს მეტი წილი აქვთ ბაზარზე, ვიდრე თქვენ? ნუ გეშინიათ მათი, გამოიყენეთ ისინი! შეისწავლეთ თქვენი უახლოესი ან/და ყველაზე წარმატებული კონკურენტი, რათა გათვალოთ, როგორ მოიპოვოთ საბაზრო წილი. რაც უფრო მეტი გეცოდინებათ მეტოქეების შესახებ, მით უფრო იოლად გადაიბირებთ მათ კლიენტებს.

ჰკითხეთ საკუთარ თავს, რას აკეთებენ თქვენზე უკეთ თქვენი კონკურენტები, როგორ გართმევენ ბიზნესს და რა ახალ ინიციატივებს იჩენენ? ესაუბრეთ მომხმარებლებს, მომწოდებლებს, დისტრიბუტორებს და ყველას, ვინც კარგად იცნობს თქვენი მეტოქეების საქმიანობას, შეკრიბეთ მათ შესახებ ნებისმიერი ონლაინინფორმაცია მათივე ვებგვერდებიდან. ასევე, შეაგროვეთ მათი მარკეტინგული მასალები და ბროშურები, ჩაინიშნეთ ნებისმიერი ინფორმაცია, რასაც კი გადააწყდებით ბაზარზე მათი საქმიანობის შესახებ. მაგალითად, თუ ბიზნესის განვითარებისთვის დგამენ სავაჭრო შოუებს, გაითვალისწინეთ – კარგი იქნება, თუ მომავალში თქვენც გამოიყენებთ ამ მეთოდს, რათა დარწმუნდეთ, რომ ამ საკითხშიც უწევთ მათ კონკურენციას.

მარკეტინგი მარტივად - ალექსანდრ ჰაიმი