შეუსაბამეთ თქვენი ბიზნესმოდელი ან მისი სახეცვლილება ბაზართან უკუკავშირის შედეგს

საქმიანობა

წარმატებისთვის სასიცოცხლო ფაქტორები

ძირითადი საფრთხეები

წარმატებული ორგანიზაციებისთვის ახალი ბიზნესმოდელის შექმნა ან არსებულის გადასინჯვა ერთჯერადი სავარჯიშო როდია. ეს არის საქმიანობა, რომელიც მოდელის დანერგვის შემდეგაც გრძელდება. მართვის ეტაპზე ორგანიზაცია მუდმივად აფასებს მოდელს და შეისწავლის გარემოს, რათა გაიაზროს გარე ფაქტორების შესაძლო გავლენა გრძელვადიან პერიოდში.

სტრატეგიული გუნდიდან, სულ ცოტა, ერთმა ადამიანმა ან ახალმა გუნდმა უნდა აიღოს საკუთარ თავზე ბიზნესმოდელების მართვისა და, გრძელვადიან პერიოდში, მათი განვითარების პასუხისმგებლობა. იფიქრეთ რეგულარული სამუშაო შეხვედრების ჩატარებაზე თქვენს გუნდთან ერთად, რომლებზეც ბიზნესმოდელს შეაფასებთ. შედეგად, შეძლებთ განსაზღვროთ, რა სჭირდება თქვენს ორგანიზაციას – მოდელის მცირედით შესწორება თუ მთლიანად განახლება.