კარგი საინფორმაციო კატალოგის შექმნა – იმ მედიაკავშირების ჩამონათვალი, რომლებსაც დაუკავშირდებით, როდესაც მედიაში რაიმე ფორმით გაშუქებას მოისურვებთ. იდეალური საინფორმაციო კატალოგი მუდმივ განახლებას და სრულყოფას საჭიროებს. აქ თავმოყრილი უნდა იყოს მიმდინარე მედიასაშუალებების და უშუალოდ თქვენი პირადი კონტაქტები. სრულყოფილი საინფორმაციო კატალოგი შეიცავს არა მხოლოდ კონტაქტებს და გასაშვებ ინფორმაციას, ასევე ცნობებს უკანასკნელ ვადებზე, სასურველი კონტაქტების საშუალებებს და სხვა სასარგებლო შენიშვნებს. საინფორმაციო კატალოგი შეუფასებელი ინსტრუმენტია რაიმე განცხადების მომზადების ან კითხვებზე პასუხის გაცემისას.

პიარი მარტივად - ერიკ იავერბაუმი, რობერტ ბლაი, ილისე ბენუნი