მომხმარებლების უკეთ გასაცნობად და მათი სურვილების ამოსაცნობად მათთან ურთიერთობაა საჭირო, მაგრამ მანამდე, სანამ მომხმარებლების მოთხოვნებს შეისწავლით, საკუთარ თავს დაუსვით ერთი მნიშვნელოვანი კითხვა: „რატომ იყიდის ხალხი იმას, რასაც ვთავაზობ?“ თქვენი პროდუქტი მათთვის საჭირო და მნიშვნელოვანი უნდა იყოს, მაგრამ, გარდა ამისა, მას სხვა თვისებებიც უნდა ჰქონდეს, როგორიც არის, მაგალითად, კომფორტულობა, იოლად გამოყენება, ბრენდის მიმზიდველობა, ლამაზი დიზაინი ან კონკურენტთან შედარებით დაბალი ფასი. ამ თვისებათა ერთობლიობა პროდუქტს განსაკუთრებულად მიმზიდველს გახდის მომხმარებელთა იმ ჯგუფისთვის, რომლისთვისაც ეს სარგებელი ღირებულია.

მარკეტინგში იმიჯი ყველაფერი არ არის, მაგრამ როდესაც საქმე მომხმარებელზე თქვენს ემოციურ გავლენას ეხება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ, როდესაც გაყიდვების მასშტაბის გაზრდას ცდილობთ, დიდი ყურადღება მიაქციეთ მას. იმისთვის, რომ კარგად გაიცნოთ მომხმარებელი, ამ კითხვებსაც უნდა უპასუხოთ:

მარკეტინგი მარტივად - ალექსანდრ ჰაიმი