სარეკლამო ტექსტის დალაგებისას, წარმოიდგინეთ გასაშლელი კიბე. დაალაგეთ ტექსტის ყველაზე მნიშვნელოვანი მონაკვეთები ზედა საფეხურზე, ნაკლებად მნიშვნელოვანი – მომდევნო, ქვედა საფეხურზე და ა.შ. ჩამოწერეთ იმ უამრავი კომპონენტის სია, რომელიც თქვენს ბროშურაში უნდა იყოს – ჯერ ყველაზე მნიშვნელოვანი, შემდეგ – ნაკლებად მნიშვნელოვანი, ნაბიჯნაბიჯ. მერე უმნიშვნელოვანესი მონაკვეთები უფრო მუქად გამოსახეთ, რათა მკითხველზე მეყსეულად მოახდინოს ზემოქმედება.

მაგალითად, თუ ამზადებთ რეკლამას, რომელიც ფასდაკლების ან სხვა განსაკუთრებული ღონისძიების ამბავს აუწყებს მკითხველს, პირდაპირ სათქმელზე გადადით და რეკლამის თავში ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვა ან ფრაზა მოათავსეთ: „ფასდაკლება!“ ნუ ეცდებით ზედმეტი მოხდენილობის მიღწევას და მკითხველისთვის ისეთი ფრაზის თვალში ჩაჩრას, როგორიცაა, მაგალითად: „მომხმარებელთა დაჟინებული მოთხოვნით...“

დაწერეთ თვალისმომჭრელი სათაური და ლაკონიური ტექსტი. ნუ დააბნევთ მკითხველს მაჯის საათის აწყობის ტექნოლოგიის შესახებ ვრცელი ახსნა-განმარტებით; უბრალოდ, მარტივი ენით აუხსენით, რატომ უნდა იყიდოს საათი, რომელსაც სთავაზობთ.

რეკლამა მარტივად - გერი დალი, რუთ მილსი