ხარისხის უზრუნველყოფა გულისხმობს იმ კონკრეტული, სპეციფიური ქმედებების განხორციელებას, რომლებიც უზრუნველყოფს, რომ პროდუქტები, მომსახურებები და პროცესები შეესაბამებოდნენ მომხმარებლის მოთხოვნილებებს და ამ ტიპის სპეციფიური ქმედებები და აქტივობები ხორციელდება სწორედ კომპანიის შიგნით. მაგალითისთვის, პროდუქტის დიზაინის ფაზის განმავლობაში ბევრი კომპანია იყენებს ტექნიკას სახელწოდებით: ხარისხის ფუნქციის გაშლა (quality function deployment – QFD), რაც გულისხმობს პროდუქტის განვითარებისა და წარმოების თითოეულ ეტაპზე მომხმარებლის მოთხოვნების გარდაქმნას ტექნიკურ მოთხოვნებში, ანუ ტექნიკურ დავალებაში.

კიდევ ერთი მიდგომა, რომელიც ხარისხის უზრუნველყოფის კუთხით გამოიყენება, არის: ხარისხის კონტროლი სტატისტიკური მეთოდებით (statistical quality control - SQC). აღნიშნული მიდგომა იყენებს სტატისტიკის საბაზისო მეთოდებს ხარისხის დონეების შესაფასებლად. ხარისხის უზრუნველყოფის სხვა მიდგომა გულისხმობს „შეცდომების დაფიქსირების“ (error-proofing) მეთოდს, რომელიც მოიცავს შეცდომის დაშვების აღმოფხვრის წინასწარ განსაზღვრულ პროცესს და მომწოდებლების ხარისხის აუდიტს კარგად დატრენინგებული გუნდების მიერ.