მყიდველებს შორის ასევე გავრცელებულია შიში, რომ მოატყუებენ. კლიენტები, რომლებსაც ამის ეშინიათ, ყველაფერს, რასაც ეუბნებით, ეჭვის თვალით უყურებენ.

როდესაც ამ შიშით შეპყრობილ კლიენტს შეხვდებით, ისევ „ძველი ფირი დაიწყებს ტრიალს“. ამ შიშის დაძლევაში თქვენი კმაყოფილი კლიენტების გრძელი სია დაგეხმარებათ. თუ ახალი ხართ და ჯერ არ გაქვთ წარმატებების საფუძველზე მოპოვებული რეპუტაცია, უთხარით თქვენს პოტენციურ კლიენტს, რომ საკუთარ კომპანიაზე არჩევანი მისი რეპუტაციის გამო გააკეთეთ. თუ თქვენ ახალ კომპანიაში ახალ პროდუქტთან, სერვისთან ან კონცეფციასთან გაქვთ საქმე, მოგიწევთ პერსონალური მთლიანობის შექმნა და პროექტში ჩართული ყველა ადამიანისთვის უფლებამოსილების მინიჭება. ზოგიერთი პროდუქტის შემთხვევაში არსებობს გამყიდველი (თქვენ), ტექნიკური მრჩეველი, რომელმაც უნდა შეამოწმოს პროდუქტის წარმოების ან ინსტალირების ტექნიკური დეტალები და ხალხი, რომელიც თქვენი მომსახურებით ისარგებლებს.

არასდროსაა გამართლებული რაიმე მიზეზით კლიენტის მოტყუება. თუ საკუთარ კლიენტებთან პატიოსანი დამოკიდებულება გაქვთ და მათ ყოველთვის სიმართლეს ეუბნებით, ისინი პატივისცემით მოგეპყრობიან და ყველაფერს დაგიჯერებენ. პატიოსნება და ერთიანობა გაყიდვების სფეროში ყოველთვის გამარჯვებას მოგიტანთ.

გაყიდვები მარტივად - ტომ ჰოპკინსი