იმ შემთხვევაში, თუკი ორგანიზაციისთვის პრიორიტეტულია ხარისხის მართვა, მაშინ უმჯობესია, რომ თანამშრომლებში ხარისხისადმი დამოკიდებულების ცვლილებების მიმართულებით მუშაობა დაიწყოს კომპანიის ტოპ მენეჯმენტიდან. სწორედ მენეჯმენტმა უნდა მიიტანოს რიგით თანამშრომლებამდე მესიჯი ხარისხის მნიშვნელოვნებისა და ასევე იმის შესახებ, თუ რამდენად პრიორიტეტულია ეს საკითხი კომპანიისთვის. ედვარდს დემინგს თავის ნაშრომში „14 მნიშვნელოვანი საკითხი მენეჯმენტისთვის“ წარმოდგენილი აქვს გაიდლაინის ნაკრები იმ მენეჯერებისთვის, რომლებიც სერიოზულად გეგმავენ ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით მუშაობას:

  1. მოახდინეთ პროდუქტის გაუმჯობესების მიზნის მუდმივობის დემონსტრირება
  2. გაატარეთ ახალი პოლიტიკა უწყვეტ გაუმჯობესებასთან დაკავშირებით
  3. შეწყვიტეთ მასობრივი ინსპექტირების/შემოწმების ჩატარება, უმჯობესია მის ნაცვლად გამოიყენოთ სტატისტიკური მეთოდები
  4. დაასრულეთ ფასზე დამოკიდებულ შედეგების მიხედვით ბიზნესის დაჯილდოების პრაქტიკა
  5. მუდმივად იმუშავეთ პრობლემების იდენტიფიცირებას და მათ აღმოფხვრაზე/მოგვარებაზე
  6. გამოიყენეთ ტრენინგების თანამედროვე მეთოდები
  7. გამოიყენეთ მონიტორინგისა და ზედამხედველობის თანამედროვე მეთოდები
  8. განდევნეთ შიში - წაახალისეთ კომპანიაზე ორიენტირებული დამოკიდებულებები
  9. შეამცირეთ და შეძლებისდაგვარად აღმოფხვერით დეპარტამენტებს შორის არსებული ბარიერები
  10. ნუ დაუსახავთ ისეთ რაოდენობრივ მიზნებს, რომლებიც მოითხოვს პროდუქტიულობის ახალ დონეზე ასვლას ამ მიზნის მიღწევის მეთოდების გაცნობის გარეშე
  11. ნუ გამოიყენებთ რაოდენობრივი კვოტების განმსაზღვრელ სტანდარტებს
  12. მინიმუმამდე დაიყვანეთ თანამშრომელის სამსახურით კმაყოფილების ბარიერები
  13. დანიშნეთ განათლების ამაღლებისა და ტრენინგების პროგრამები
  14. შექმენით კორპორატიული მართვის ისეთი სტრუქტურა, რომელიც ხელს შეუწყობს ზემოაღნიშნული 13 საკითხის განხორციელებას.

დემინგი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მენეჯერებს, როგორც წესი, ეშინიათ ხარისხთან დაკავშირებულ პრობლემებზე პასუხისმგებლობის აღების. ამ საკითხში წარმატების მისაღწევად მნიშვნელოვანია, რომ მათ მთელი ორგანიზაციის ჭრილში, ნებისმიერ მიმართულებაში ყურადღება გაამახვილონ იმ საკითხებზე, რაც მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია და შეხედონ ამ საკითხებს მომხმარებლის გადმოსახედიდან.