ადამიანთა ნაწილი, რომელიც თქვენს პროდუქტს ყიდის, შეიძლება, სულაც არ იყოს გათვალისწინებული თქვენს გეგმაში ან ორგანიზაციულ საშტატო ნუსხაში. გაყიდვების სფეროში დასაქმებული ადამიანი დისტრიბუტორი, ბითუმად მოვაჭრე, ვინმე, ვინც აწვდის, აცნობს ან მომსახურებას უწევს თქვენს პროდუქტს და მომხმარებლის თვალთახედვით, მარკეტინგის ავანგარდში დგას მომხმარებელმა შეიძლება აღიქვას როგორც პროდუქტის წარმდგენი ან სულაც პროდუქტი. წარადგენს თუ არა თითოეული მათგანი თქვენს ბიზნესსა და პროდუქციას სათანადოდ, იმ აქცენტების გათვალისწინებით, რომელთა წარმოჩენაც გსურთ მარკეტინგულ პროგრამაში? არის თუ არა თითოეული მათგანი იქ და იმ დროს, როდესაც და სადაც საჭიროა? შეესაბამება თუ არა მათი შესაძლელობები თქვენი მარკეტინგული პროგრამის სტრატეგიას? თუ არა, მაშინ უნდა გამოძებნოთ საშუალებები, რომელთა დახმარებით გააუმჯობესებთ ამ ადამიანების გავლენას მომხმარებელზე, მიუხედავად იმისა, ახდენთ თუ არა მათზე რაიმე გავლენას. მკაფიოდ ჩამოაყალიბეთ თქვენი მიზნები.

ესაუბრეთ მათ, შესთავაზეთ დახმარება ტრენინგების, პროდუქტის შესახებ ინფორმაციის, ბროშურებისა და ინსტრუქციების სახით, რომელთაც გაავრცელებენ მომხმარებლებში.

მარკეტინგი მარტივად - ალექსანდრ ჰაიმი