კრედიტის ხარჯზე აქციების საკონტროლო პაკეტის გამოსყიდვისას კომპანიას ერთი ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი დიდი ოდენობით ნასესხები ფულის მეშვეობით ყიდულობს, ხშირად ეს ფული ბანკებიდან ან ობლიგაციებიდან მოდის (საპროცენტო განაკვეთის მქონე სესხები, რომლებიც კაპიტალის გასაზრდელად გამოიყენება). ჩვეულებრივ, შესყიდვა 90% ვალით და 10% კაპიტალის ხარჯზე ხორციელდება და სესხის გარანტია შესყიდული კომპანიის აქტივებია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თეორიულად ვალი შესყიდული ბიზნესიდან ამოღებულმა თანხამ უნდა გადაიხადოს. დღეს კრედიტის ხარჯზე აქციების საკონტროლო პაკეტგამოსყიდული კომპანიები კერძო კაპიტალის მფლობელი კომპანიების სახელით არიან ცნობილი.

გასული საუკუნის 80-იან წლებში კრედიტის ხარჯზე აქციების საკონტროლო პაკეტის გამოსყიდვამ ცუდი სახელი დაიგდო, რადგან ზოგიერთი მყიდველი ასპროცენტიან სესხს იყენებდა და საპროცენტო განაკვეთი იმდენად მაღალი იყო, რომ კომპანიის ფულადი საშუალებების მოძრაობა კრახს განიცდიდა და კომპანია კოტრდებოდა. ცოტა ხნის წინ ფილმების მწარმოებელი გიგანტის, Metro-Goldwyn-Mayer (MGM)-ის გაკოტრებისგან გადარჩენა 2.85 მილიარდი დოლარის კრედიტის ხარჯზე აქციების საკონტროლო პაკეტის გამოსყიდვითა და რესტრუქტურიზაციით მოხერხდა.

დიდი წიგნი ბიზნესზე