მაგალითად, გასული საუკუნის 90-იანი წლების ბოლოს კომპანია Apple-მა ყურადღება გაამახვილა მუსიკალური ფაილების უკანონო კოპირების ტალღაზე, რომელმაც მსოფლიო წალეკა. მუსიკალური ფაილების გავრცელების ისეთი პროგრამების წყალობით, როგორიცაა Napster-ი, Kazaa და LimeWire-ი, ჩამოყალიბდა ინტერნეტმუსიკის მოყვარულთა მთელი ქსელი, დაუბრკოლებლად და სრულიად უკანონოდ რომ ავრცელებდნენ ასლებს მთელ მსოფლიოში. 2003 წლის-თვის არალეგალურად გავრცელებული ფაილების რიცხვმა თვეში ორ მილიარდს გადააჭარბა. სანამ ხმისჩამწერი კომპანიები გააფთრებით ებრძოდნენ პირატული კომპაქტდისკების წარმოებასა და გავრცელებას, არალეგალურად ჩამოტვირთული ციფრული მუსიკალური ფაილების რაოდენობა სულ უფრო და უფრო იზრდებოდა. ლიცენზირებულ კომპაქტდისკში საშუალოდ 19 დოლარის გადახდის ნაცვლად, მუსიკის უფასოდ ჩამოტვირთვის შესაძლებლობის არსებობის პირობებში, ციფრულ მუსიკაში წარმოქმნილი ტენდენცია ცხადი და მკაფიო იყო. ამის ცალსახა დასტურად იქცა სწრაფად მზარდი მოთხოვნა ციფრული მუსიკის დასაკრავ МРЗ-პლეიერებზე, როგორიც იყო, მაგალითად, Apple-ის უაღრესად წარმატებული Ipod-ი. Apple-მა დიდი მოგება ნახა ამ მდგრადი ტენდენციიდან, რომლის მიმართულებაც თავიდანვე ცხადი იყო, და 2003 წელს ონლაინმუსიკის მაღაზია ITunes-ი შექმნა.

ხუთ უმსხვილეს კომპანიასთან - ВМС-სთან, EMI Goupe-თან, Sony-სთან, Universal Music Grou-თან და Warner Brothers Records-თან შეთანხმებით, ITunes-ი მომხმარებელს სთავაზობდა მოხერხებულ და მოქნილ მექანიზმს სიმღერების ლეგალური გზით ჩამოსატვირთად. თავიდან ითუნეს-ის ინტერნეტმაღაზია ორასი ათასი სიმღერის უფასოდ მიმოხილვისა და 30-წამიანი ნაწყვეტის მოსმენის საშუალებას იძლეოდა; შერჩეული სიმღერის ჩამოტვირთვა - 99 ცენტად, მთელი ალბომის კი 9,99 დოლარად შეიძლებოდა. მყიდველისთვის სიმღერების ცალ-ცალკე ყიდვის საშუალების მიცემით და სტრატეგიულად გამართლებული, გონივრული ფასის დაწესებით, ითუნეს-ის მაღაზიამ მოსპო ერთი ყველაზე უფრო გამაღიზიანებელი ფაქტორი: ორიოდე სიმღერის გულისთვის მთელი ფირფიტის ყიდვის აუცილებლობა.

გარდა ამისა, ITunes-მა უფასო ჩამოტვირთვის სერვისებს ჩანაწერების ხარისხითა და მოხერხებული სანავიგაციო თუ საძიებო სისტემითაც აჯობა. პირატული ფაილების ჩამოსატვირთად მომხმარებელს ინტერნეტში ჯერ სიმღერა, ალბომი, ან შემსრულებელი უნდა ეპოვა. მთელი ალბომის გადმოსაწერად ყველა სიმღერის სახელწოდება და თანამიმდევრობა უნდა გცოდნოდა. ერთი წყაროდან ალბომის სრულად ჩამოტვირთვა იშვიათად ხერხდებოდა. ჟღერადობის ხარისხი დაბალი იყო, რადგან ადამიანთა უმეტესობა, სივრცის დაზოგვის მიზნით, დისკებს მცირებიტიან ფორმატში იწერდა. თანაც ხელმისაწვდომი ჩანაწერების უმეტესობა თექვსმეტი წლის მოზარდების გემოვნებას შეესაბამებოდა. ამიტომაც, მილიარდობით სიმღერის თეორიული ხელმისაწვდომობის მიუხედავად, არჩევანი მაინც შეზღუდული იყო.

ამის საპირისპიროდ, Apple-ის სანავიგაციო და საძიებო სისტემები დარგში საუკეთესოდ ითვლებოდა. მეტიც, ITunes-ის მუსიკალუბაზრის საზღვრების რეკონსტრუქცია მუსიკალური რედაქტორები მომხმარებელს ისეთ დამატებით კრებულებსაც სთავაზობდნენ, როგორიცაა, ვთქვათ, „საუკეთესო როკ ჯგუფები“, „საუკეთესო სასიყვარულო სიმღერები“, „თანამშრომელთა საუკეთესო სიმღერები“, „რას უსმენენ ცნობილი ადამიანები“, Billboard -ის რეიტინგში გამარჯვებულები და ა.შ. ITunes-ის ჩანაწერების ხარისხი ძალიან მაღალია, რადგან კოდირებულია ААС ფორმატში და მაღალი ბიტრეიტის მქონე МРЗ-ფაილებზე უკეთესი ჟღერადობა აქვს.

ITunes-ის მაღაზიას უამრავი მყიდველი ესევა. წაგებული არც ხმის ჩამწერი კომპანიები და შემსრულებლები დარჩენილან. ისინი თითოეული ჩამოტვირთული ფაილის ღირებულების 70%-ს იღებენ - როგორც იქნა, მათაც ნახეს ფინანსური სარგებელი აუდიოჩანაწერების ჩამოტვირთვის ისტერიაში. გარდა ამისა, Apple-მა ხმის ჩამწერი კომპანიები უზრუნველყო საავტორო უფლებების დაცვის უფრო მძლავრი სისტემით, რომელიც არანაირ დისკომფორტს არ უქმნის Napster-ის მუქთა ჩანაწერებს მიჩვეულ მომხმარებელს და ამავდროულად სრულად აკმაყოფილებს მუსიკალურ ინდუსტრიას. iTunes Music Score მხოლოდ შვიდჯერ აძლევს მომხმარებლებს ერთი და იმავე მუსიკალური ნაწარმოების IPod-სა და კომპაქტდისკზე ჩაწერის საშუალებას, რაც სრულიად სამყოფია რიგითი მოყვარულის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, მაგრამ საკმარისი არაა პროფესიონალი მეკობრეებისთვის.

დღეს ITunes-ში ხელმისაწვდომია 37 მილიონი სიმღერა. მის კარტოთეკაში აგრეთვე ნახავთ მხატვრულ ფილმებს, სატელევიზიო შოუებს, წიგნებსა და პოდქასტებს. ინტერნეტმაღაზიას ამ დროისთვის უკვე 25 მილიარდი სიმღერა აქვს გაყიდული. მისი ვებგვერდიდან წუთში საშუალოდ თხუთმეტი ათასი ჩანაწერი იტვირთება. შეფასების თანახმად, ITunes-ი ჩამოსატვირთი მუსიკის მსოფლიო ბაზრის 60%-ზე მეტს მოიცავს. Aპპლე-ის კუთვნილმა ითუნეს-მა აღმოაჩინა ციფრული მუსიკის ლურჯი ოკეანე, რომელიც უკვე ათწლეულზე მეტია, მთელ მსოფლიოში დომინირებს, და პარალელურად გაზარდა კიდევ ერთი თავისი პროდუქტის, ისედაც ძალიან პოპულარული IPod-ის პლეიერის მიმზიდველობა. რადგანაც ბაზარზე თანდათან სხვა კომპანიებიც შემოდიან, Apple-ის უმთავრესი ამოცანაა, მზარდ მასობრივ ბაზარზე პოზიცია შეინარჩუნოს და კონკურენტულ ბენჩმარკინგზე ან ნიშურ მარკეტინგზე არ გადავიდეს.

ლურჯი ოკეანის სტრატეგია - ჩან კიმი; რენე მობორნი