იდეების ჩამოყალიბების პროცესი შეიძლება, სხვადასხვანაირად წარიმართოს. ჩვენ ინოვაციური ბიზნესმოდელების შექმნის ზოგად მიდგომას გაგაცნობთ:

  1. გუნდის შემადგენლობა

მთავარი კითხვა: ჩვენი გუნდი საკმარისად მრავალფეროვანია საიმისოდ, რომ ბიზნესმოდელის ახალი იდეები შეიმუშაოს?

სწორი გუნდის შეკრება ძალზე მნიშვნელოვანია ბიზნესმოდელის ახალი, შედეგის მომტანი იდეების შესამუშავებლად. გუნდი მრავალფეროვანი უნდა იყოს. მის წევრებს უნდა ჰქონდეთ განსხვავებული სამუშაო სტაჟი, ასაკი, გამოცდილება და პროფესია. ამასთანავე, ისინი კომპანიის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულს უნდა წარმოადგენდნენ და მომხმარებლების შესახებ მრავალფეროვან ინფორმაციას ფლობდნენ.

  1. იმერსია („ჩაფლობა“)

მთავარი კითხვა: რომელი კომპონენტები უნდა შევისწავლოთ ბიზნესმოდელის იდეების შემუშავებამდე?

იდეალურ შემთხვევაში, გუნდმა იმერსიის ფაზა უნდა გაიაროს. ის მოიცავს ზოგად კვლევას, მომხმარებლების ან პოტენციური მომხმარებლების შესწავლას, ახალი ტექნოლოგიების გაანალიზებას ან არსებული ბიზნესმოდელების შეფასებას. იმერსიის ფაზა შეიძლება, რამდენიმე კვირა გაგრძელდეს ან სამუშაო შეხვედრაზე გაკეთებული რამდენიმე სავარჯიშოთი შემოიფარგლოს (მაგალითად, ემპათიის რუკა).

  1. გაფართოება

მთავარი კითხვა: როგორ შეგვიძლიაბიზნესმოდელის თითოეული მოდულისგანახლება?

ამ ფაზის დროს, გუნდი შესაძლო გადაწყვეტილებების რაოდენობას ზრდის და რაც შეიძლება მეტი იდეის მოფიქრებას ცდილობს. ბიზნესმოდელის ცხრა მოდულიდან თითოეული შეიძლება გახდეს ათვლის წერტილი. ამ ფაზის მიზანია რაოდენობა და არა - ხარისხი. ამ პროცესში საჭიროა ჯგუფური მსჯელობის წესების შემოღება. მათი მეშვეობით მონაწილეები იდეების შემუშავებას მეტ ყურადღებას უთმობენ, ვიდრე ნაადრევ კრიტიკას.

  1. კრიტერიუმების შერჩევა

მთავარი კითხვა: რომელია ჩვენი ბიზნესმოდელის იდეებისთვის პრიორიტეტების მინიჭების ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმები?

შესაძლო გადაწყვეტილებების რაოდენობის გაზრდის შემდეგ, გუნდმა უნდა განსაზღვროს, რა კრიტერიუმებით შეარჩევს რამდენიმე იდეას. აღნიშნული კრიტერიუმები, თქვენი ბიზნესის კონტექსტიდან გამომდინარე, უნიკალური იქნება, თუმცა, შეიძლება, ასევე მოიცავდეს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: შესრულების სავარაუდო დრო, პოტენციური შემოსავალი, მომხმარებელთა შესაძლო წინააღმდეგობა და გავლენა კონკურენტულ უპირატესობაზე.

  1. „პროტოტიპის“ შექმნა

მთავარი კითხვა: როგორ გამოიყურება თითოეული შერჩეული იდეის დასრულებული ბიზნესმოდელი?