საინფორმაციო ბიულეტენი თანამშრომლებისთვის (ანუ შიდა საინფორმაციო ბიულეტენი) ნებისმიერმა კომპანიამ შეიძლება შექმნას და გამოიყენოს, მაგრამ თუ 100 ან მეტი თანამშრომელი გყავთ, ის უსათუოდ დაგჭირდებათ. ეს არ არის რესურსების ფუჭად ხარჯვა, არამედ, პიარის სტრატეგიული ინსტრუმენტია, ურომლისოდაც ვერ შეინარჩუნებთ კონტროლს კომუნიკაციაზე თქვენი კომპანიის შიგნით.

ადამიანებს სურთ, იმუშაონ კომპანიაში, რომლისაც სწამთ და რომლის ნაწილადაც გრძნობენ თავს. მათ სურთ, იმუშაონ პოზიტიურ გარემოცვაში. თანამშრომლის საინფორმაციო ბიულეტენს შეუძლია, განამტკიცოს და გააძლიეროს თქვენი პოზიტიური შეტყობინება, გადაცემული იმავე დროს, იმავე ხმით, იმავე მესიჯით.

მას შემდეგ, რაც გადაწყვეტთ, რა გჭირდებათ, თანამშრომლებთან კომუნიკაციისთვის გამოიყენეთ ქვემოთ მოცემული იდეები.

აღნიშნეთ კომპანიის გამარჯვებები. ყველას სურს, იცოდეს, რა მოხდა გასულ თვეს. მაგალითად, მდივანი (ან ნებისმიერი, ვინც პასუხობს სატელეფონო ზარებს) ნაწილობრივ ინფორმირებული უნდა იყოს კომპანიის წარმატების შესახებ და უნდა შეეძლოს პასუხის გაცემა ძირითად კითხვებზე. ჩვენი კომპანიის საინფორმაციო ბიულეტენში მოთხრობილი უნდა იყოს ცნობილი კლიენტების თაობაზე, ან ახლდეს ანგარიში ახალი გამარჯვების შესახებ.

გამოყავით სივრცე თანამშრომლების პროფილებისა და ინფორმაციისთვის შიდა დაწინაურებისთვის. თქვენს თანამშრომლებს სურთ, საკუთარი თავი იხილონ ბეჭდურ რეკლამაში, მსგავსად თქვენი კლიენტებისა. ასევე სურთ, შეიტყონ სიახლეები თავიანთ კოლეგებზე და ა. შ.

რთულ სიტუაციებში ოფიციალური გზავნილის კომუნიკაცია. როდესაც საქმეები ცუდად მიდის, ოფიციალური შეტყობინება უნდა მივიდეს კომპანიის თითოეულ თანამშრომელთან და მათი საინფორმაციო ბიულეტენი საამისოდ იდეალური საშუალებაა. როდესაც გზავნით წერილს რთული სიტუაციის შესახებ, გადმოეცით სათქმელი მოკლედ, მხოლოდ ფაქტებით.

პიარი მარტივად - ერიკ იავერბაუმი, რობერტ ბლაი, ილისე ბენუნი